საპროექტო მომსახურება
კომპანია „სერვის გრუპი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალი ინჟინრებისა და არქიტექტორებისაგან შემდგარი ჯგუფებით, რაც სანდოობისა და ხარისხის გარანტიაა. ჩვენ ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ გარემოს - მრავალფეროვანი და მოქნილი დაგეგმარება და თქვენთვის სასურველი დიზაინი თანამედროვე არქიტექტურული დონის შესაბამისად. კომპანიის თითოეული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი, გამორჩეული ლოკაციითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა, რაც მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი.
კომპანია „სერვის გრუპი“ გთავაზობთ
ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტირებას
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტირებას
სასტუმროების პროექტირებას
სამრეწველო და კომერციული ფართების პროექტირებას
პროექტირების დროს შესასრულებელი სამუშაოებია
განაშენიანების რეგულირების გეგმის დადგენა
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება-სპეც. ნებართვა
სამშენებლო და მომიჯნავე მიწის ნაკვეთების კვლევა
ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება
არქიტექტურული პროექტის მომზადება
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ექსპერტიზის დასკვნით
კონსტრუქციული პროექტი ექსპერტიზის დასკვნით
საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი
სატრანსპორტო სქემების მომზადება და მისი შეთანხმება
შენობის ენერგო ეფექტურობის თავსებადობის დასკვნა
ხე-ნარგავების სახეობრივ-ხარისხოვანი შეფასება
დენდროლოგიური პროექტი - დასკვნა
ლანდშაფტის კეთილმოწყობის გეგმა
მისაწვდომობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება
სამშენებლო და სარემონტო ხარჯთაღრიცხვის მომზადება
დასრულებული პროექტის 3D ვიზუალიზაცია
შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების დასკვნა (საქართველოს მთავრობის 41 დადგენილება)
შენობა ნაგებობის დემონტაჟის პროექტის ორგანიზება
კომუნიკაციის ქსელების მიყვანის ორგანიზება
მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკი
სსიპ სამოქალაქო რეესტრში ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაციების წარდგენა და გადაწყვეტილებების მიღება
სსიპ მუნიციპალურ დანაყოფების არქიტექტურულ სამსახურში პროექტის დაჩქარებული წესით შეთანხმების ორგანიზება