საინჟინრო მომსახურება

კომპანია „სერვის გრუპი“ მაქსიმალურად ცდილობს კომფორტული და მრავალფეროვანი გარემო შესთავაზოს მომხმარებელს. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს საინჟინრო მომსახურება წარმოადგენს. კომპანიას ჰყავს გამოცდილი ინჟინრებით დაკომპლექტებული გუნდი. ისინი სრულად არიან ორიენტირებულნი პროექტის დინამიკის მართვაზე და მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ეს უკანასკნელი იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ მოერგონ კვალიფიციურ მშენებელთა ჯგუფს და სწორი ანალიზის საფუძველზე გამოტანილი დასკვნის შედეგად გამოავლინონ ის საკვანძო საკითხები, რაც აუცილებელია პროექტის ეფექტურად მართვისათვის.
საინჟინრო-მომსახურება
კომპანია გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენივე მოწვეულ მშენებლებთან შეათავსოთ საინჟინრო მომსახურება, დაზოგოთ დრო და უფრო ეფექტური გახადოთ მშენებლობის პროცესი. ჩვენი სპეციალისტები ასევე რეგულარულად გაუწევენ მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობასა და კონტროლს. ამის შესახებ კლიენტი სრულად იქნება ინფორმირებული. მუდმივი მონიტორინგი და გამჭვირვალობის მაღალი დონე მას ფირმის მიმართ ლოიალობის ხარისხს უზრდის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ერთგულ მომხმარებლად აქცევს

საინჟინრო მომსახურეობა მოიცავს:

კონსტრუქციული პროექტის შექმნა
კონსტრუქციული პროექტის საექსპერტო შეფასება
კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირას გამოყენებით
ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოებზე
მისაწვდომობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება
შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების დასკვნა (საქართველოს მთავრობის 41 დადგენილება)
შენობა ნაგებობის დემონტაჟის პროექტის ორგანიზება
მშენებლობის ორგანიზების გეგმა-გრაფიკით ზედამხედველობა

ზარის მოთხოვნა